„ძროხა“

cows-blue-sky


„ძროხა“ – სიტყვა, რომელსაც აქტიურად იყენებენ თანამედროვენი ვისიმე გასალანძღად და რომელიც ინტონაციურობის გამო ხშირად უფრო ტლანქი, თავხედი, უინტელექტო და მისთ. არსების ასოციაციას იწვევს. ზოგიერთი საწრმუნოების მიერ კულტად აღიარებული, ჩლიქგაპობილი წმინდა ცხოველი, გაცლებით მეტ სარგებელს აძლევს ადამიანს, ვიდრე სტეიკი და Dreamsicle არის.


მეძროხეობა ერთ – ერთი წამყვანი დარგია მსოფლიოში, იგი იძლევა მთელს მსოფლიოში მოხმარებული რძის და რძის პროდუქტების 84,5%–ს.

ძროხის ჯიშები პროდუქტიულობის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად: 1. მერძეული 2. მეხორცული 3. კომბინირებული (მერძეულ – მეხორცული, მეხორცულ – მერძეული და მერძეულ – მეხორცული – მუშა.)
სარძეო ჯიშები იყოფა 4 ჯგუფად: შავჭრელი, წითელი, წითელ – ჭრელი და ჯერსულ – გერნსიული ჯიშები.

შავჭრელი ჯიშის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია ჰოლშტინურის ჯიში. იგი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მთელს მსოფლიოში. იგი სათავეს იღებს ჰოლანდიის დასავლეთის ზღის სანაპირო ზოლიდან ამ ჯგუფში შედის ერთმანეთის მონათესავე რამოდენიმე შავ – ჭრელი შეფერილობის ჯიში, რომლებიც იწოდებიან მოშენების ქვეყნების სახელის მიხედვით. მაგალითად: გერმანული შავჭრელი ჰოლანდიური, რუსული და სხვა.

ჰოლშტინური ჯიში – გამოყვანილია აშშ– სა და კანადაში ჰოლანდიური ჯიშის ხალასჯიშიანი მოშენების გზით. ფერად უმთავრესად შავ – ჭრელია, მაგრამ გვხვდება წითელ – ჭრელიც. ჰოლანდიური ფურების ცოცხალი წონა 600 – 700 კგ–ს შეადგენს, ხოლო კუროების კი 950 – 1100 კგ–ს. გარეგანი აგებულებით იგი ტიპიური სარძეო მიმართულების ცხოველია, წინა ნაწილი უფრო წვრილი, ხოლო უკანა ნაწილი უფრო ფართე შედარებით წვრილი ძვლებით, ბალანი მოკლე, კანი თხელი, ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, კერტები ცილინდრული ფორმის საშუალოდ მონაწველი 8000 – 10 000 კგ რძეში ცხიმი 3,6 ცილა 3,1 % –ია.

სტეპის წითელი ჯიში– იგი ჩამოყალიბებულია XIX საუკუნის ბოლოს უკრაინის სამხრეთ სტეპის რაიონებში, მკაცრი და შედარებით მწირი კვების პირობებში. მშრალი და ცხელი კლიმატისადმი შეგუება და ამტანობა 200 წლოვანი სელექციის ნაყოფია და ეს მიჩნეულია ჯიშის ღირსებად. სტეპის წითელი ექსტერიერით ე.ი. გარეგანი შეხედულებებით მკვეთრად გამორჩეული მერძეული ტიპისაა. ზრდასრული ფურების წონა 450 – 520 კგ – ია, კუროების 750 – 800 კგ. მონაწველი 3000 – 4000 კგ.

ჯერსული ჯიში – იგი გამოყვანილია კუნძულ ჯერსიზე ნორმანდიული და ბრეტანული ძროხის ხალასად მოშენების გზით. კულტურულ სარძეო ჯიშებს შორის ყველაზე პატარა ტანისაა ფურის წონა 360 – 450, კუროებისა 650 – 850 კგ–ია. მალმწიფებადია 1 წლის ასაკში შეიძლება დეკეულის დაგრილება. ამ ჯიშის საქონელს ეკუთვნის რძეში საშუალო ცხიმიანობის რეკორდი 8,89 %. ამ ჯიშის ფურების საშუალო მონაწველი 4500 – 5000 კგ–ია, ცხიმიანობა 4,95 % –ია, რეკორდისტი ფურების წველადობა 12 ათას კგ –ს აღწევს.

შვიცური ჯიში – იგი კომბინირებული მიმართულების ერთ –ერთი უძველესი ჯიშია მთელს მსოფლიოში. 5 კონტინენტის 100 0ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოში 1864 წელს არის შემოყვანილი დმანისში. ამ ჯიშის პირუტყვისათვის დამახასიათებელი პროპორციული აგებულების სხეული, ზომიერად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, მაგარი ძვლოვანი სისტემა, მოცულობიანი ჯამისებური, აბაზანასებური ფორმის ცური, გამოყვანილი სარძეო ვენები და სარძეო ჭა. ფურის ცოცხალი მასა 500 – 600 კგ –ია კუროსი კი 800 – 1100 კგ–ია. სუქებისას მოზარდის წონამატი დღე – ღამეში 900 – 1050 გრამია. საკლავის გამოსავლიანობა 55 – 58%–ია. საშუალო მონაწველი 4500 – 5000 კგ –ია, 3,8 – 4,5 % ცხიმი.

კავკასიური წაბლა – იგი გამოყვანილია ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოში შვიცის ჯიშის ადგილობრივ წაბლა და მთის საქონლის შეჯვარებით. ქართული პოპულაციის ცხოველები ექსტერიერით უფრო კომპაქტური აგებულებისანი არიან, ვიდრე შვიცური ჯიში.

საქართველოში კავკასიური წაბლას გამოყვანაში შვიცის ჯიშის გამოყენების შესახებ ცნობილია, რომ გერმანელმა მემამულემ ა. კუჩენბახმა დმანისში მიწა შეიძინა და ჩამოიყვანა შვიცის ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო, მოუწყვია ფერმა, მაგრამ საქონელმა ავადმყოფობა დაიწყო და იძულებული გახდა დაეწყო ადგილობრივი ჯიშის საქონლის შეჯვარება. შემდეგ მიღებული თაობების შეჯვარება გაგრძელდა მონათესავე ჯიშებთან კოსტრომულ და ლებედინოურთან. ნაჯვარ თაობებთან ინტენსიური მუშაობა დაიწყო გასული საუკუნის 50 –იან წლებში, ჯიშად აღიარებული იქნა 1960 წელს. მასში ოპტიმალურადაა შერწყმული შეჯვარებაში გამოყენებული ჯიშების ნიშან – თვისებები. შვიციდან მან მემკვიდრეობით მიიღო დიდი ცოცხალი მასა და მერძეულობა ქართული მთის საქონლიდან რძის მაღალი ცხიმიანობა და გარემოს შეგუების კარგი უნარი.

ფურების მასა 3701 – 430 კგ. კუროსი 570 – 670 კგ. საშ მონაწველი 2800 კგ – ია.3,7 % ცხიმით. მოზარდი ხასიათდება ზრდის საკმაოდ მაღალი უნარითა და სახორცე პროდუქტიულობით, ინტენსიური კვების 15 თვის ასაკში მოზვრების ცოცხალი მასა 455 კგ გამოსავლიანობა ნაკლავის 59%–ია.

სახორცე ჯიშები
ჰერეფორდული, აბერდინ– ანგუსური, გალოვეი, შოთჰორნი, შაროლე, მარკიჯანული. ზებუსნაირი ჯიშებია სანტა– გერტრუდა, ბრაფორდი ,ბიპმასტერი. ამ ჯიშებს ზებუსნაირად კისერზე აქვს გამოზნექილი კუნთოვანი კუზი. ჰერეფორდული ჯიში-გავრცელების არეალით და სულადობით სახორცე პროდუქტიულობის მიმართულების ჯიშებს შორის მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ის გამოყვანილია ინგლისში ჰერეფორდის საგრაფოში, ადგილიბრივი მუშა ტიპის ძროხის გაუმჯობესებით. ჯიშის გამოყვანა დაუწყიათ მე–18 საუკუნეში. რბილი კლიმატის გამო ცხოველებს ღია ცის ქვეშ ინახავდნენ, რამაც განაპირობა მისი კონსტიტუციური (სხეულის გარეგანი აგებულება) სიმაგრე, ასევე საძოვრის გამოყენების კარგი უნარი მოვლა– შენახვის პირობებისადმი ნაკლები მოთხოვნის თვისებების ჩამოყალიბება.

ზრდასრილი ფურების ცოცხალი მასა 500–600კგ–ი, კუროების 850–1000კგ ხბოების გამოზრდის ე.წ ფურ–ხბოს თავისუფალი წოვების მეთოდით აწარმოებენ. ინტენსიური კვებისას მოზარდის წონამატი დღე–ღამეში 850–1000გრ–ია. ხორცის გამოსავლიანობა კი 58–63%–ია.

ჰერეფორდული ჯიშის მწარმოებლების სპერმა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში გამოიყენება, სარძეო ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისათვის. გასული საუკუნის 70–იანი წლებში საქართველოში იყო შემოყვანილი დედოფლის წყაროში (სიღნაღსრა–ნი) წნორის სახორცე მეძროხეობის საცდელ სპეციალიზირებულ კომპლექსში, სადაც შეჯვარების შემდეგ მიღებული იყო პირველი თაობა გაზრდილი წონამატითა და საკლავი პროდუქტიულობით.

აბერდინ ანგუსური ჯიში– იგი გამოყვანიოლია შოტლანდიაში გრილი და ნესტიანი კლიმატის გორაკ– ბორცვიან ადგილას. ჯიში ხასიათდება სხეულის ჰარმონიული აგებულებით, სხეული დაფარული აქვს ფუმფულა კუნთოვანი ქსოვილით, შავი ფერისაა და დამახასიათებელი დომინანტური ურქოობის ნიშან–თვისება განმტკიცებული ჯიშში. იგი მალმწიფადია 14–16 თვის ასაკში ამთავრებს ინტენსიურ ზრდას კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. ფურის ცოცხალი მასა 450–500 კგ–ია, კუროსი 750–850 კგ–ი. ახალშობილი ხბოს წონა 25–30 კგ–ი. ფურის მერძეულობა საკმარისია ხბოს გამოზრდისათვის წოვებით. 8–თვის ასაკში ასხლეტისა 170–190 კგ–ია. წონამატი 900–950 გრ–ია. ნაკლავის გამოსავლიანობა 60–65%–ია. ხორცი აქვს მარმარილოსებური აგებულების. ეს ჯიში გამოიყენება სამრეწველო შეჯვარებაში(გამოწუნებულ მერძეულ ფურებს ხორცის წარმოებისათვის უჯვარებენ რათა მიიღონ გამოსაზრდელი თაობა სუქებისათვის.

ქართული ძროხის ჯიშები
ეს ჯიში ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიერ ჩვ.წ.აღრიცხვამდე IV საუკუნეში აღწერილი ძროხის უშუალო შთამომავალია, რომელიც მიუხედავად პატარა ტანისა ბევრ რძეს იძლეოდა.

ქართული მთის ძროხა კავკასიის ენდემია, მასში განასხვავებენ ფშავ – ხევსურულ,ოსურ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ ჯილაგებს.მათ შორის ყველაზე მერძეულია ფშავ – ხევსურული ჯილაგი.

მსოფლიოში ცნობილი 17 ჯუჯა ტანის ძროხის ჯიშებიდან ქართული მთის ძროხა ცოცხალი მასით აღემატება მხოლოდ ორს. ზრდასრული ფურის ცოცხალი მასა 180 – 230 კგ, კუროსი 280 – 300 კგ ხოლო ახალშობილი ხბოს 11 – 15 კგ–ია.

ფერით არაერთგვაროვანია, იყენებს მაღალმთიან და დაქანებული ფერდობების საძოვრებს, მწირი კვებისას 900 კგ–ია მონაწველი 4,2 % ცხიმით. გაუმჯობესებული კვებისას 2500 კგ–ი. არის ცალკეული შემთხვევები როდესაც აღრიცხულია ინდივიდები 4000 კგ –ი მონაწველითა და 4,96 % ცხიმით, ასევე 3200კგ რძე 5,61 % ცხიმით.

ქართული მთის წითელი ჯიშის საქონელი გამოირჩევა კარგი სუქების უნარით. ნაიალაღარი მოზვრების სუქებისას ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური წონამატი 650გრ შეადგენს. საკლავის გამოსავლიანობა 51,2% შეადგინა.

მეგრული წითელი ჯიშის საქონელი გამოყვანილია ადგილობრივი პატარა ტანიანი ძროხის ხალასად მოშენების მკაცრი გადარჩევისა და შერჩევის გზით. ამ ჯიშის ცხოველები კარგად ეგუებიან მთის ალპურ და კოლხეთის დაჭაობებულ საძოვრებზე მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენასვას და ადვილად იტანს შორს მანძილზე გადარეკვას. შენახვის პირობებმა და სასელექციო მუშაობამ ხელი შეუწყო მაგარი კონსტიტუციის ჩამოყალიბებას.

ზამთარში ისინი მადიანად შეექცევიან კოლხეთის დაჭაობებულ საძოვრების უხეშ ბალახნარს ,,ხაიას“ რომლებსაც ძროხის სხვა კულტურული ჯიშები არ ჭამენ.

ცხოველების სხეული პროპორციული აგებულებისაა. ის ფერად წითელია, კონსტიტუციურად მერძეული ტიპისკენ იხრებიან, მათ კარგი სამუშაო თვისებები გააჩნიათ ღონე და სისწრაფე. ცდებით დადასტურდა მეგრული წითელიუ ჯიშის ხარების გაწევის უნარიანობა ცოცხალი მასის 57 % შეადგენს, მაშინ როცა შვიცის ჯიშის ხარებისა 46%–ია.

ფურების სას. ცოცხალი მასა 270 – 280 კგ –ია (მაქსიმალური 358 კგ) კუროების 350 – 420 .ახალშობილებისა15 –17 კგ. საძოვრული კვებისას ფურის მონაწველი შეადგენს 1400 – 1900კგ, 4,3 %– 4,4 %ცხიმით.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში I და III ლაქტაციის ფურები იწველებოდნენ1800 – 2400 კგ რძეს. მათ შესაბამისად იალაღობისას 1 კგ კომბინირებულ საკვების დამატებისას 305 დღეში მონაწველმა შეადგინა 3017 კგ 4,33% ცხიმით. უმაღლესი მონაწველია 4315კგ–ი რძე 4,28% ცხიმით. მოზარდი ხასიათდება კარგი ზრდის უნარით. ინტენსიური კვებისას 18–თვის ასაკში მოზვრების წონა 289,2 კგ–ს აღწევს , ნაკლავის გამოსავლიანობა 53%–ს.

როგორც ვხედავთ მსოფლიოში და საქართველოშიც თითქმის ყველა ჯიშის გამოყვანას ახდენენ ადგილობრივი ჯიშების შერჩევა–გადარჩევისა და შეჯვარებით. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია ჩვენში არსებული ადგილობრივი ჯიშების კარგი კვების და მოვლა – პატრონობის გაუმჯობესებით, თან მაღალპროდუქტიული ჯიშის ბუღა მწარმოებლით, ხელოვნური განაყოფიერების გზით სულ რაღაც 2 – 3 წელიწადში შესაძლებელია 3000 კგ რძის მომცემი ძროხა ჰყავდეს სოფელში მაცხოვრებელ ადამიანს, ეს კი ის რაოდენობაა ( საშუალოდ 10 კგ დღეში 300 დღიანი ლაქტაციის პერიოდში) რომელიც საკმარისია ოჯახისათვის და უმრავლეს შემთხვევაში აწარმოოს რძისა და ხორცის ჭარბი რაოდენობა (©აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო). 

Männermode

    Viele Geschäfte, vile Sorten für alle, eine große Auswahl, aber was wählen die Männer?

    Viele Geschäfte, vile Sorten für alle, eine große Auswahl, aber was wählen die Männer? Für die Frauen ist alles ganz „leicht“ was die Kleidung Betrifft, aber frag mal uns! Gibt’s einen Modetrend für uns (ist etwas in oder aut), für Männer?!
    Täglich erwacht ihr (die Frauen) mit der Frage: Was werde ich heute anziehn?.. Ja genau, „Ihr“ habt den größten Kleiderschrank und wir jeden Tag das Gleiche.
    Wir Verdienen Geld, die Frauen geben es aus.
    Die Frauen können Männerkleidung tragen, aber umgekehrt – keine Chanse… Jeden Tag ein und Dasselbe.
    Die Designern haben auch mehr Freiheit, wenn sie die die Frauenkleidung schaffen und für Männer sind sie beschränkt (das ist nich genug für Rewolution).
    In der Vergangenheit war alles anders, aber die Zeit vergeht und die Menschen ändern die Kleider zusammen. Die Auswahl hilft den Frauen nicht, trotz allem sehen die Männer eleganter und origineller aus. 

წერილი მამას

წერილი მამას

 

   ძვირფასო მამა,

ამას წინათ მკითხე, მაინც რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. როგორც ყოველთვის არ ვიცოდი, რა მეპსუხა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შენი ისევ მეშინია და ამ შიშს საფუძვლად იმდენი წვრილმანი უდევს, მეგონა მათ ბოლომდე გააზრებას ვერასდროს შევძლებდი. შევეცდები წერლილით გიპასუხო ამ კითხვაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს იქნება სრულყოფილი პასუხი, რადგან წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს…

შენთვის ყველაფერი მარტივი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდი მე და, როგორც წესი, სხვებსაც. მთელი ცხოვრება შრომობდი, ყველაფერი-შვილებისთვის. ამ მსხვერპლს უფრო ჩემთვის იღებდი. „ფუფუნებაში“ ვიზრდებოდი, თავისუფლად შემეძლო მესწავლა ის, რაც მინდოდა. ამის გამო მადლობას კი არ მოითხოვდი-„შვილების მადლიერების“ ფასი კარგად იცი – არამედ არამედ ელემენტარულ თანაგრძნობას. მე კი ამის ნაცვლად ყოველთვის გაგირბოდი ჩემს ოთახში, წიგნებთან, შეშლილ მეგობრებთნ, გიჟურ იდეებთან; სინაგოგაში არ დაგყვებოდი, gულახდილად არასოდეს დაგლაპარაკებივარ, ფრანცენსბადში არ მომინახულებიხარ, საერთოდ არასოდეს გამომივლენია ნათესაური გრძნობები, შენს წვრილმან საქმეებზე და ოჯახზე არ მიზრუნია, გადმოგაბარე ფაბრიკა და მერე მიგატოოვე, მხარს ვუჭერდი ოტლას. სენს დასახმარებლად თითიც არ გამინძერვია (თეატრის ბილეთიც არასდროს მომიტანია), მეგობრებისთვის კი ყველაფერს ვაკეთებდი. შენი გაგაჩენი ასეთია: ვარ არა ამორალური და ბოროტი (გამონაკლისია ჩემი დაქორწინების უკანასკნელი სურვილი), არამედ ცივი, უცხო და უმადური. ისე მსაყვედურობ, თითქოა ამაში მხოლოდ მე ვიყო დამნაშავე, თითქოს ხელის ერთი მოსმით შემეძლოს ყველაფრის გამოსწორება, ხოლო შენ კი სრულიად უდანაშაულო იყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის მეტისმეტად კარგად მექცეოდი.

შენი შეხედულება ცხოვრებაზე, ასე თუ ისე, ახლოსაა სიმართლესთან. ვფიქრობ, ჩვენს გაუცხოებაში სრულიად უდანაშაულო იყავი, მაგრამ მეც ხომ ასევე უდანაშაულო ვარ. ეს რომც ამეხსნა, ახალ ცხოვრებას მაინც ვეღარ დავიწყებდით, ორივეს ძალიან დაგვაგვიანდა, მაგრამ იქნებ ცოტა მაინც დავმშვიდდეთ, იქნებ შენი გაუთავებელი საყვედურებიც ცოტა შერბილდეს…

მგონი, გრძნობ, რისი თქმაც მინდა. ამასწინათ მითხარი: „ყოველთვის მიყვარდი, თუმცა გარეგნულად ამას ვერ ვავლენდი, როგორც სხვა მამები, რადგან მათსავით თამაში არ შემიძლიაო“. იცი, მამა, შენს სიკეთეში არასოდეს დავეჭვებულვარ, თუმცა მაინც ვერ დაგეთანხმები. თამაში მართლაც არ გეხერხება, მაგრამ ამის გამო იმის მტკიცება, რომ სხვა მამები თამაშობენ ან სისულელეა, რომელზედაც არ უნდა იკამათო, ან_ რაც უფრო სწორად მიმაჩნია_ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ვერ არის რიგზე, რაშიაც მეც ისევე ვარ დამნაშავე, როგორც შენ, თუნდაც უნებლიეთ. თუ მეთანხმები, მაშინ ერთსულოვანნი ვყოფილვართ.

არ დაგაბრალებ, რომ ასეთი შენ გმხადე. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა (თუმცა გაზვიადება მიყვარს). შენი გავლენა რომ არა, ადვილი შესაძლებელია, მაინც სუსტი, მშიშარა, მერყევი, აფორიაქებული ადამიანი ვყოფილლიყავი. არც რობერტ კაფკა და არც კარლ ჰერმანი, და მაინც, სულ სხვანაირი, ვიდრე ვარ, და ალბათ, ერთმანეთსაც მშვენივრად გავუგებდით. ბედნიერი ვიქნებოდი მეგობარი, უფროსი ბიძა, პაპა ან თუნდაც მკაცრი მამინაცვალი რომ ყოფილიყავი, მაგრამ როგორც მამა – ზედმეტად ძლიერი ხარ ჩემთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძმები ადრე დამეხოცნენ, დები გვიან გაჩნდნენ, შესაბამისად, პირველი დარტყმა მარტოს უნდა გადამეტანა, ამისთვის კი ძალიან სუსტი აღმოვჩნდი…

მშიშარაც ვიყავი და ალბათ ისეთივე ჯიუტიც, როგორიც ყველა ბავშვია. რა თქმა უნდა, დედაც მანებივრებდა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ განსაკუთრებულად  დაუმორჩილებლი ვიყავი, ვერ დავიჯერებ, რომ ერთი თბილი სიტყვით, ხელის ჩაკიდებით, კეთილი მზერით იმას ვერ მიიღებდით ჩემგან, რაც გინდოდათ.

მართალია, შენ კეთილი და ძლიერი ხარ, მაგრამ ყველა ბავშვი არ არის უშიშარი და არ აქვს იმდენი ნებისყოფა, რომ ფარულ სიკეთეს ჩაწვდეს. მხოლოდ ისე მექცეოდი, როგორც თვითონ ხარ: ძლიერი, ხმაურიანი, მრისხანე… მესმის, რომ გინდოდა ჩემგან ძლიერი, მამაცი ყმაწვილი დაგეყენებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ბავშვობიდან ზუსტად მახსენდება ერთი შემთხვევა. იქნებ შენც გახსოვს. ერთხელ, ღამით, გამუდმებით წყალს ვითხოვდი, წყურვილის გამო კი არა, შეიძლება უფრო იმიტომ, რომ გამებრაზებინე, ანდა ლაპარაკი მინდოდა. როდესაც რამდენიმე მწარედ დამუქრებამ შედეგი ვერ გამოიღო, საწოლიდან ამაყენე, დერეფანში გამიყვანე და რამდენიმე ხანს პერანგისამარა იქ, დაკეტილი კარის წინ, მარტო დამტოვე. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსამართლობა იყო, მაშინ ალბათ მხოლოდ ამ გზით მოიპოვებდი ღამის სიმყუდროვეს. ამის გახსენებით მხოლოდ შენი აღზრდის მეთოდებისა და ჩემზე მათი ზემოქმედების ჩვენება მინდა… წლების შემდეგაც კი ვიტანჯებოდი მოგონებებით, რომ ეს ბუმბერაზი კაცი, მამაჩემი, ღამით, თითქმის უმიზეზოდ მოვიდოდა, საწოლიდან ამაყენებდა და დერეფანში მარტო დამტოვებდა. აი თურმე როგორ არარაობა ვყოფილვარ მისთვის.

მაშინ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ჩემში გაბატონებული საკუთარი არარაობის განცდა (მეორე მხრივ, მაინც კეთილშობილური და ნაყოფიერი) შენი გავლენის შედეგია.

სულ ეს იყო ჩემი აღზრდა. მე მგონი, შენ აღმზრდელობითი ნიჭი გაქვს. ჩემგან განსხვავებულ ბავშვთან იქნებ წარმატებისთვისაც მიგეღწია. შენთვის დამახასიათებელი აღზრდის ორატორული ხერხები იყო: ლანძგვა, მუქარა, ირონია, ბოროტი სიცილი და, ჩემდა გასაოცრად, საკუთარი თავის გამოტირება… რომელთა მიმართაც სრულიად უძლური ვიყავი.

თუ შენგან გაქცევა მინდოდა, ოჯახსაც უნდა გავქცეოდი, დედასაც… მართალია ის ყოველთვის მიცავდა, მაგრამ ამასაც შენი გავლენის დაღი აჩნდა.

ძალიან ძუნწი ბავშვი ვიყავი. საერთოდ, სიძუნწე ერთ-ერთი უეჭველი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი უკიდურესად უბედურია. იმდენად ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და საგნებში, რომ სინამდვილეში ვფლობდი მხოლოდ იმას, რაც ხელში მეჭირა ან პირში მედო და უნდა შემეჭამა…

ქორწინება, ოჯახის შექმნა, ღვთისგან ბოძებული ყველა ბავშვის გაჩენა, ამ ცვალებად სამყაროში მათი შენარჩუნება და სწორ გზაზე დაყენება, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანისთვის მიცემული ყველაზე დიდი სიკეთეა…

სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე, სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო…

ვიყავი ამისთვის მზად? არა, ალბათ, უფრო არა…

რაც მე მიპყრობს ის მე არც კი მეხება და პირიქით, რაც შენთვის დანაშაული არაა, ჩემთვის შეიძლება იყოს, რასაც შენ ყურადღებას არ აქცევ, ის შესაძლოა, ჩემი საზრუნავი იყოს… აქ იყრება ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენი მომავალიც ესაა… მინდა გითხრა, რომ ეს დაუმორჩილებლობა შენს მიმართ შენი კი არა, უფრო ჩემი ბრალია. შენი უნდობლობა სხვებისადმი იმდენად დიდი არ არის, როგორც ჩემი, ჩემივე თავის მიმართ. ამ უნდობლობას შენ მიმაჩვიე…

შეიძლება, მოვლენები რეალობაში ისე არ შეესაბამებოდეს ერთმანეს, როგორც მტკიცებულებები ჩემს წერილში. ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ერთი ერთზე თამაში, მაგრამ კორექტივებით, რომელიც ამ თამაშში ჩნდება, კორექტივებით, რომლის გამოაშკარავება არ შემიძლია და არც მინდა. და მაინც, ამ წერილში, ჩემი აზრით იმდენად მივუახლოვდი ჭეშმარიტებას, რომ მას შეუძლია ცოტათი მაინც დაგვამშვიდოს და, იქნებ, ცხოვრებაცა და სიკვდილიც გაგვიადვილოს.

 

ფრანცი (1919).